საოფისე ბაზრის ექსპერტი
მოთხოვნის სია
მოთხოვნის სია მიმდინარე პერიოდისთვის არსებულ დაკვეთებს აერთიანებს და სხვა დეტალებთან ერთად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს სად და როგორ ოფისებს ეძებენ კომპანიები, როგორია დაკვეთის ბიუჯეტი და საკონტრაქტო პერიოდი.
ქონებები
პლატფორმაზე განთავსებულია მხოლოდ საოფისე უძრავი ქონება: ბიზნეს ცენტრები, ცალკემდგომი საოფისე შენობები და რითეილ ოფისები, რომელთა ფართობიც 150კვ.მ-ს აღემატება და ცენტრალურ უბნებში მდებარეობს.
როგორ ვმუშაობთ

გამქირავებელი
როდესაც პლატფორმის მომხმარებელი საოფისე უძრავი ქონების მესაკუთრეა, ოფისმეპის გუნდი ახდენს მისი ქონების ანალიზს და ადგენს რამდენად შეესაბამება ქონება პლატფორმის კრიტერიუმებს. ოფისმეპზე მოსახვედრად საოფისე უძრავი ქონება უნდა იყოს ბიზნეს ცენტრის, ცალკემდგომი შენობის ან რითეილ ოფისის ტიპის, უნდა მდებარეობდეს ცენტრალურ უბანში და მისი ფართობი უნდა აღემატებოდეს 150 კვ.მ-ს. თუ ქონება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მახასიათებლებს, ემატება ოფისმეპის ლისტინგს და მასზე პროაქტიული მუშაობით ხდება მესაკუთრისთვის რელევანტური კლიენტების მოძიება.
დამქირავებელი
მოიჯარეებისა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან მუშაობისას, ოფისმეპის გუნდი საწყის ეტაპზე ახდენს მათი მოთხოვნის დამუშავებას და საჭიროებების ანალიზს. თუ პლატფორმის ბაზაში მათთვის შესაფერისი ქონება მოიძებნება, კეთდება რელევანტური ქონებების სია, მომხმარებლისთვის სასურველ დროს ინიშნება საიტ ვიზიტები და იყება მუშაობა მათთვის საინტერესო პირობებზე შეთანხმების მისაღწევად.

დამატებითი სერვისები
- •უძრავი ქონების კვლევა
- •შეფასება
- •რელოკაცია
- •მშენებლობის ზედამხედველობა
- •დაგეგმარება და დიზაინი
ჩვენი გამოცდილება
-
32 მლნ. ₾
გაქირავების ტრანზაქციების მოცულობა
-
130 670 მ2
ჯამური გაქირავებული ფართი
-
23 695 მ2
ჯამური გაყიდული ფართი
-
28 მლნ. ₾
გაყიდვების ტრანზაქციების მოცულობა