Office map by Colliers International | მთავარი
     
ka

საოფისე ბაზრის ექსპერტი

მოთხოვნის სია

მოთხოვნის სია მიმდინარე პერიოდისთვის არსებულ დაკვეთებს აერთიანებს და სხვა დეტალებთან ერთად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს სად და როგორ ოფისებს ეძებენ კომპანიები, როგორია დაკვეთის ბიუჯეტი და საკონტრაქტო პერიოდი.

ქონებები

პლატფორმაზე განთავსებულია მხოლოდ საოფისე უძრავი ქონება: ბიზნეს ცენტრები, ცალკემდგომი საოფისე შენობები და რითეილ ოფისები, რომელთა ფართობიც 150კვ.მ-ს აღემატება და ცენტრალურ უბნებში მდებარეობს.

როგორ ვმუშაობთ

გამქირავებელი

როდესაც პლატფორმის მომხმარებელი საოფისე უძრავი ქონების მესაკუთრეა, ოფისმეპის გუნდი ახდენს მისი ქონების ანალიზს და ადგენს რამდენად შეესაბამება ქონება პლატფორმის კრიტერიუმებს. ოფისმეპზე მოსახვედრად საოფისე უძრავი ქონება უნდა იყოს ბიზნეს ცენტრის, ცალკემდგომი შენობის ან რითეილ ოფისის ტიპის, უნდა მდებარეობდეს ცენტრალურ უბანში და მისი ფართობი უნდა აღემატებოდეს 150 კვ.მ-ს. თუ ქონება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მახასიათებლებს, ემატება ოფისმეპის ლისტინგს და მასზე პროაქტიული მუშაობით ხდება მესაკუთრისთვის რელევანტური კლიენტების მოძიება.

დამქირავებელი

მოიჯარეებისა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან მუშაობისას, ოფისმეპის გუნდი საწყის ეტაპზე ახდენს მათი მოთხოვნის დამუშავებას და საჭიროებების ანალიზს. თუ პლატფორმის ბაზაში მათთვის შესაფერისი ქონება მოიძებნება, კეთდება რელევანტური ქონებების სია, მომხმარებლისთვის სასურველ დროს ინიშნება საიტ ვიზიტები და იყება მუშაობა მათთვის საინტერესო პირობებზე შეთანხმების მისაღწევად.

დამატებითი სერვისები

ოფისმეპის მენეჯმენტს უძრავი ქონების საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია კოლიერსი ახორციელებს. კომპანია მსოფლიოს 68 ქვეყნის 17,000 პროფესიონალს აერთიანებს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან სერვისებს უყრის თავს. ოფისმეპის მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს კოლიერსის სხვა სერვისებით, მათ შორის:
  • უძრავი ქონების კვლევა
  • შეფასება
  • რელოკაცია
  • მშენებლობის ზედამხედველობა
  • დაგეგმარება და დიზაინი

ჩვენი გამოცდილება

  • 32 მლნ. ₾

    გაქირავების ტრანზაქციების მოცულობა

  • 130 670 m2

    ჯამური გაქირავებული ფართი

  • 23 695 m2

    ჯამური გაყიდული ფართი

  • 28 მლნ. ₾

    გაყიდვების ტრანზაქციების მოცულობა

ანალიტიკა

  • თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა კლასების მიხედვით (%), 2019-2020

    2021 წლის პირველ ნახევარში A კლასის და არაკლასიფიცრებულ თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა მკვეთრად არ შეცვლილა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი მხოლოდ 1.3%-ით შემცირდა A კლასში, ხოლო 2,3%-ით - არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრებში. რაც შეეხება B კლასის თანამედროვე ბიზნეს ცენტრებს, საშუალო შეწოილი იჯარა 9.2%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 13.4 აშშ დოლარი შეადგინა. მცირედი ზრდა შეინიშნებოდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში, აქ კვ.მ-ზე საშუალო შეწონილი იჯარა 11.2 აშშ დოლარიდან 11.5 აშშ დოლარამდე გაიზარდა

  • თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი კლასების მიხედვით (%), H1 2019 vs. H1 2020 vs. H1 2021

    მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ამ უკანასკნელში, ვაკანტურობის კოეფიციენტი 19 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, ხოლო A კლასში - 16-ით. ვაკანტურობის კოეფიციენტის მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია მიწოდების მნიშვნელოვნად ზრდასთან. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 44%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 25%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 25%-ით და B კლასი 11%-ით.

text